კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შპს „ფლიპ ფლატ“ აფასებს თქვენს ვიზიტს ჩვენს საიტზე და ინტერესს ჩვენი მომსახურების მიმართ. თქვენი კოფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ასევე ვიღწვით, რათა ჩვენი საიტი მოსახერხებელი იყოს თქვენთვის.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება რეგულირდება ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც ეფუძნება ჩვენს „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“. მას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე.
საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით მოცემულ პოლიტიკას. თუ არ ხართ თანახმა, დავამუშავოთ თქვენი მონაცემები, გთხოვთ, შეწყვიტოთ ვებ-გვერდით სარგებლობა.
კოფიდენციალურობის პოტილიკა შეიძლება განახლდეს, ამიტომ გირჩევთ, დროდადრო შეამოწმოთ უკანასკნელი სიახლეები. ტექსტის ბოლოს მოცემულია ბოლო განახლების თარიღი.
რა არის კოფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანი და რა სფეროებს მოიცავს ის?
შპს „ფლიპ ფლატ“ და მის მიერ წარმოდგენილი პირები („ფლიპ ფლატ“ ან „ჩვენ“) ზრუნავენ, რათა დაიცვან ჩვენი მომხმარებლების პერსონალური მონაცემები. მოცემული პოლიტიკა განსაზღვრავს, როგორ და რა მონაცემებს ვაგროვებთ ჩვენი საიტის მომხმარებლებისგან, ასევე იმ მიზნებს, რომელთათვისაც ვაგროვებთ, გადავცემთ ან რაიმე სხვა საშუალებით ხელმისაწვდომს ვხდით ამ მონაცემებს. „ფლიპ ფლატ“ ასევე განსაზღვრავს თქვენი მონაცემების დაცვისათვის საჭირო ზომებს.
პოლიტიკა ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელსაც „ფლიპ ფლატი“ იღებს ამ საიტის მეშვეობით. ის არ ვრცელდება მესამე პირების საიტზე, რომელიც არაა „ფლიპ ფლატის“ მიერ წარმოდგენილი, მაგრამ წვდომა აქვთ ჩვენი საიტის საშუალებით (შემდგომში მესამე პირების ვებ-გვერდი). გთხოვთ, გაეცანით ასეთი ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თუ მათ გამოყენებას გადაწყვეტთ, რადგან შპს „ფლიპ ფლატი“ არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე პირების კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკაზე.
მოცემული პოლიტიკის დაცვა სავალდებულოა შპს „ფლიპ ფლატთან“ ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მაგ. ხელშეკრულება მომსახურების შესახებ და ასევე სხვა მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ და რა მიზნით?
როდესაც სტუმრობთ ჩვენს საიტს, ჩვენი სერვერი ავტომატურად ინახავს მონაცემებს თქვენს ვიზიტთან დაკავშირებით, მათ შორის IP-მისამართს, ბრაუზერს, მოწყობილობის სახეს, გვერდებს, რომელსაც ესტუმრეთ, ასევე თარიღსა და ვიზიტის ხანგრძლივობას.
ამათ გარდა, ვინახავთ მონაცემებს, რომლებსაც გვაწვდით თქვენ რეგისტრაციის ანდა სიახლეების გამოწერის დროს (სახელი, გვარი, მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონი და სხვ.)
შპს „ფლიპ ფლატ“ თქვენს მონაცემებს იყენებს:
● საიტის ტექნიკური ადმინისტრირებისა და განვითარებისთვის;
● მომხმარებლების მართვისა და მარკეტინგული მიზნებისთვის;
● ჩვენი მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის;
● სხვა შემთხვევებისთვის, რომელიც მითითებულია ამ პოლიტიკაში.
„ფლიპ ფლატი“ იცავს ყველა კანონსა და რეგულაციას, რომლებიც ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვას.
როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ თქვენს ინფორმაციას?
„ფლიპ ფლატ“ იყენებს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა Cookie ფაილები და თრექინგ თეგები, იმის გასაგებად, თუ როგორ იყენებთ ჩვენს საიტს.
ეს ტექნოლოგიები გვეხმარებიან საიტის გაუმჯობესებაში, მაგალითად, პოპულარული განყოფილებების გაგებასა და თქვენი წინა ვიზიტების მიხედვით, საჭირო ინფორმაციის შემოთავაზებაში.
გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი Cookie ფაილების მონაცემები საშუალებას მოგვემს შევაგროვოთ საჭირო მონაცემები. გაითვალისწინეთ, რომ თუ გაასუფთავებთ თქვენი ბრაუზერის ისტორიას ან/და გამოიყენებთ სხვა ბრაუზერს ან/და მოწყობილობას, თქვენი მონაცემები შეიძლება განულდეს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ აკონტროლოთ თრექინგი თქვენივე ბრაუზერის პარამეტრების მიხედვით. თუმცა ამ ტექნოლოგიაზე სრულმა უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი საიტის მუშაობის გაუარესება და ვერ ისარგებლოთ მისი სრული ფუქციონალით.
ვის გადავცემთ თქვენს ინფორმაციას?
ფლიპ ფლატს შეუძლია გადასცეს თქვენი ინფორმაცია თავის წარმომადგენლებსა და მესამე პირებს ზემოთაღწერილი მიზნების განსახორციელებლად. ამავე დროს, ისინი ვალდებულნი არიან იზრუნონ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე. ჩვენ ვიცავთ კანონმდებლობას მონაცემების საერთაშორისო დონეზე გადაცემისას და ვდებთ შესაბამის ხელშეკრულებებს.
თქვენი მონაცემები ასევე შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა და ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში.
როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენ დავნერგეთ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისათვის არასანქცირებული შემოჭრისა და გაჟონგვისაგან.
უსაფრთხოების ზომები
ფლიპ ფლატ დიდ ყურადღებას უთმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას და ამისთვის სისტემაში დავნერგეთ უსაფრთხოების ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც დაგიცავთ ინფორმაციის გაჟონვის, განადგურების და არამართლზომიერი გამოყენებისაგან.
ელექტრონული შეტყობინებების დამუშავება
ყველა ელექტრონული შეტყობინება, რომლებიც გაუგზავნეს შპს „ფლიპ ფლატს“ ან მიიღეს მისგან (SMS, Email და სხვ.), ავტომატურად ინახება აღწერის სპეციალურ სისტემაში, რომელსაც გააჩნია იურიდიული ძალა. ჩვენ ვიყენებთ მონაცემების დაცვის გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ნორმებს. ამ მონაცემებთან წვდომა შესაძლებელია მხოლოდ განსაზრვრულ შემთხვევებში, მოქმედ კანონმდებლობასთან მკაცრად შესაბამისობაში (მაგ. სასამართლოსგან ორდერის გაცემის შემთხვევაში ან უფლებების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში) და მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის (მაგ. რისკების მართვის ან მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენელს). პროცესის თითოეული ნაბიჯი ფიქსირდება აუდიტორულ ჟურნალში. შეტყობინება ნადგურდება შენახვის სავალდებული ვადის გასვლის შემდეგ.
რა უნდა გაითვალისწინოთ ინტერნეტით მონაცემების გაგზავნისას?
ინტერნეტი დაცული არაა და შესაძლოა, თქვენი მონაცემები მესამე პირებს ჩაუვარდეს ხელში, რამაც მათი გავრცელება ანდა შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მონაცემთა დაცვაზე, როდესაც ხდება მათი გადაცემა. გირჩევთ, აირჩიოთ ჩვენთან საკონტაქტოდ თქვენთვის სასურველი საშუალება.
არასრულწლოვანთა პირადი მონაცემების დამუშავება:
ფლიპ ფლატ არ აგროვებს 18 წელს მიუღწეველ პირთა პერსონალურ მონაცემებს. მონაცემთა შესაგროვებლად საჭიროა მშობლების ან კანონიერი წამომადგენლის თანხმობა.
თქვენს პეროსნალურ მონაცემებთან წვდომა:
თქვენ შეგიძლიათ:
● შეამოწმეთ თქვენი მონაცემების არსებობა ჩვენს ბაზაში;
● მოითხოვეთ მონაცემების ასლი;
● მოითხოვეთ შეცდომების გასწორება;
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე Flipflat.me@gmail.com
უკანასკნელი ცვლილება შევიტანეთ 30.10.2024.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ზოგადი დებულებები
1.1. აღნიშნული კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში – პოლიტიკა) განსაზღვრავს მონაცემთა შეგროვების, შენახვის, გამოყენებისა და დაცვის წესებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემებისათვის, რომელსაც იყენებს შპს “Flip Flat” (შემდგომში – ფლიპ ფლატ).
1.2. აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, რომელიც იყენებს კომპანიის ვებგვერდს, მათ შორის, კლიენტებით, პარტნიორებითა და ვიზიტორებით. თუ გაქვთ შეკითხვები, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: flipflat.me@gmail.com
ვინ ვართ ჩვენ
ფლიპ ფლატი არის უძრავი ქონების სააგენტო, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
საიდენტიფიკაციო კოდი: 431443039
მისამართი: თბილისი, ქავთარაძის ქ. №5
საკონტაქტო ინფორმაცია: flipflat.me@gmail.com
პერსონალური მონაცემების შეგროვება
3.1. ფლიპ ფლატს-ს შეუძლია მოაგროვოს შემდეგი პერსონალური მონაცემები:
ფლიპ ფლატი იყენებს სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგ კატეგორიებად და მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ქვემოთ მოცემული მონაცემებით:
შენიშვნა: თქვენი ურთიერთობის ხასიათისა და მონაცემების დამუშავების მიზნებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ სათითაოდ ან ერთად მონაცემის დამუშავება შესაბამის კატეგორიებში.
სახელი და გვარი
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი)
საცხოვრებელი მისამართი
პასპორტის ნომერი / პირადი ნომერი
დაბადების თარიღი
ხელმოწერის ნიმუში
ტექნიკური ინფორმაცია – მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც იყენებთ ჩვენი სერვისების გამოყენებისას, და სხვა ტექნიკური დეტალები, მაგალითად, ინტერნეტ-პროტოკოლის მისამართი (IP), ოპერაციული სისტემა, ჟურნალის ჩანაწერები (ლოგები) და სხვა მონაცემები.
სხვა ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი ნებაყოფლობით აწვდის.
3.2. პერსონალური მონაცემები გროვდება შემდეგნაირად:
ვებგვერდზე ფორმების შევსებისას
დახმარების სამსახურში მიმართვისას
ვებგვერდზე რეგისტრაციისას
პერსონალური მონაცემების გამოყენება
4.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:
მოთხოვნებისა და განაცხადების დამუშავება
სერვისებისა და ინფორმაციის მიწოდება
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
მარკეტინგული კვლევების ჩატარება
თანამშრომლობის ფარგლებში შესაბამისი ხელშეკრულებებისა და დოკუმენტაციის მომზადება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
5. პერსონალური მონაცემების დაცვა
5.1. Flip Flat იღებს საჭირო ზომებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვისთვის. ჩვენ ვახორციელებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომის, უკანონო დამუშავების ან გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, ცვლილების ან განადგურებისგან.
5.2. პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ კომპანიის უფლებამოსილ თანამშრომლებს, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა.
5.3. ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად, რომლისთვისაც ეს მონაცემები შეგროვდა, მათ შორის სამართლებრივი, საგადასახადო, საბუღალტრო ან საანგარიშო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. (შესაძლოა, საჭირო გახდეს მონაცემების უფრო დიდი ხნით შენახვა სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების შესასრულებლად, მაგალითად, საჩივრებზე რეაგირების, თაღლითობის და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.)
6. Cookie ფაილების გამოყენება
6.1. Flip Flat-ის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისა და ვიზიტების ანალიზის მიზნით.
6.2. მომხმარებელს შეუძლია მართოს Cookie ფაილების პარამეტრები თავის ბრაუზერში.
6.3. Cookies არის მცირე ტექსტური ფაილები, რომლებიც იგზავნება თქვენს კომპიუტერში ან სხვა მოწყობილობაზე (მაგალითად, მობილური ტელეფონი ან ტაბლეტი) ვებსაიტზე ვიზიტისას. Cookies რჩება თქვენს მოწყობილობაზე და უბრუნდება ვებსაიტს განმეორებითი ვიზიტის დროს.
Cookies შექმნილია ინფორმაციის დასამახსოვრებლად (მაგ., ენის არჩევანი) და/ან მომხმარებლის აქტივობის აღრიცხვისთვის (მათ შორის კონკრეტულ ღილაკებზე დაწკაპუნება და ვებსაიტზე ავტორიზაცია). ეს საშუალებას იძლევა გააუმჯობესოს თქვენი გამოცდილება ვებსაიტზე ვიზიტისას. მაგალითად, Cookies გვეხმარება გავიგოთ, როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს ვებგვერდს, მათ შორის რომელი გვერდებია ყველაზე პოპულარული, რათა უკეთ ვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს და კლიენტებს.
7. მომხმარებლის უფლებები
7.1. მომხმარებელს აქვს უფლება:
ინფორმაციის მიღების უფლება მონაცემთა დამუშავების შესახებ – თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების შესახებ, მათ შორის იმაზე, რომელი მონაცემები მუშავდება, რა მიზნით და რა საფუძველზე, როგორ ხდება მათი შეგროვება, რამდენ ხანს ინახება და ვის გადაეცემა.
მონაცემების გასწორების, განახლებისა და დამატების უფლება – თუ თქვენი მონაცემები არასწორია ან არასრული, შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი გასწორება ან დამატება.
მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება – შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, მათი წაშლა ან განადგურება.
მონაცემების დაბლოკვის უფლება – შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების დაბლოკვა, თუ თქვენი მონაცემების სისწორე საკამათოა ან თუ ითხოვთ მათი დამუშავების შეწყვეტას.
მონაცემების გადაცემის უფლება – შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების მიღება სტრუქტურირებულ, ფართოდ გამოყენებულ და მანქანით წასაკითხ ფორმატში ან მათი გადაცემა სხვა პასუხისმგებელ პირს.
ავტომატიზირებული გადაწყვეტილებების მიმართ უფლებები – თქვენ გაქვთ უფლება არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზირებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პროფილირებას, გარდა შემთხვევებისა, როცა ეს თქვენი თანხმობით, კონტრაქტის შესრულებისთვის ან კანონით არის გათვალისწინებული.
თანხმობის გაწვევის უფლება – შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაიწვიოთ თქვენი თანხმობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
საჩივრის უფლება – თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება კანონმდებლობის დარღვევით, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სამსახურის ვებგვერდზე: https://personaldata.ge
8. ცვლილებები პოლიტიკაში
8.1. Flip Flat იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები ამ პოლიტიკაში. ცვლილებები ძალაში შედის მათი ვებსაიტზე გამოქვეყნების მომენტიდან.
9. მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელის მოვალეობები
9.1. Flip Flat, ამ პოლიტიკის პირობების შესაბამისად, კონტექსტისა და მიზნების მიხედვით შეიძლება იყოს უფლებამოსილი პირი ან იმოქმედოს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის სახელით.
9.1.1. უზრუნველყოს, რომ მონაცემთა დამუშავებაში მონაწილე პირები იცავდნენ კონფიდენციალურობის ვალდებულებებს.
9.1.2. უზრუნველყოს მონაცემების უსაფრთხოება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
9.1.3. აწარმოოს მონაცემთა დაცვის პროცესების აღრიცხვა და რეაგირება შესაბამის ვადებში.
9.1.4. უზრუნველყოს მომხმარებელთა უფლებების შესრულება (დაბლოკვა, წაშლა, განახლება და სხვ.).
9.1.5. მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მონაცემები მესამე პირებს არ გადასცეს პასუხისმგებელის თანხმობის გარეშე.